ოთარ კახიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ტოვებს.

როგორც კახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს „ნაკლებად აკეთებს“, თუმცა პარტიაშიც რჩება.

„შეიძლება ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის გამო, რომ მე ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად და ამ ფირმის საქმიანობით ვარ დაკავებული. ალბათ, იმიტომ, რომ ნაკლებად ვაკეთებ კომენტარებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შესაძლოა, ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება,. მე ვრჩები „ევროპული საქართველოს“ წევრად. პარლამენტის წევრი აღარ ვარ, შესაბამისად დავუბრუნდი ჩემს საადვოკატო საქმიანობას იურიდიული ფირმის მეშვეობით“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარიას შემდეგ შესაძლოა, კიდევ ორმა წევრმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ოთარ კახიძემ დატოვონ. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და არ ადასტურებენ „ევროპულ საქართველოში“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა