ხათუნა გოგორიშვილი - ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით და დამთავრებული შინაარსით უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა

ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით და დამთავრებული შინაარსით უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რითაც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნავს, რომ მას საზოგადოებას ყველაფერი ისე უნდა დაანახოს, როგორც თავად სურს.

გოგორიშვილის განცხადებით, ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება - ანგარებაა.

ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით, რა ფორმას ირჩევს ის საზოგადოებასთან ურთიერთობისათის, დამთავრებული შინაარსით, არის ერთადერთი რამ, ეს არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება. ის რასაც წერს ამ წერილში, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, ესაა პირდაპირ ხალხისთვის სახეში შეფურთხება, რადგან დარწუნებულია, რომ საქართელოს მოსახლეობას არ აქვს მეხსიერება, დარწუნებულია, რომ ჩვენ ყველა ვართ აღფრთოვანებული ასი ქარხანის გუგუნით, ყველა სოფელს 5-5 მილიონი რომ ჩამოურიგეს, სოლარიუმებზე ურეკში არაფერს ვამბობ.

ამას გვეუბნება, რომ მე რაც ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე, გიხაროდენ. ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - უტიფრობა, არის მატყუარა ადამიანის მცდელობა, რომ ისე მოაჩვენის სიტუაცია საქართველოში, რომ თითქოს ხალხი არ შიმშილობს, თითქოს არ არის სრულიად უმართავი პოლიტიკა პანდემიასთან მიმართებაში, თითქოს კრიმინალი არ ბოგინებს და ჩვენ ყველა საამურ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

მისი პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნავს, რომ მას ყველაფერი უნდა დაანახოს საზოგადოებას ისე, როგორც თვითონ სურს და თვითონ უყურებს ამას. კარგად ვხედავთ, რომ ის ქველმოქმედება, რასაც ერქვა წლების განმავლობაში, თუნდაც ხელოვნების მუშაკებისათის კომპენსაციების დარიგება, ეს იყო მისი გათვლილი გეგმა და პოლიტიკაში მოსვლის პირველ ეტაპზე, კარგად დავინახეთ როგორ დადიოდნენ ეს ადამიანები სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ამ ვალს როგორ „იხდიდნენ“ მისი ქება-დიდებით.

ქველმოქმედება არის, როდესაც ადამიანი რაღაცას უანგაროდ აკეთებს და ანგარება ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი თვისებაა”, - განაცხადა გოგორიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა