ირმა  ნადირაშვილი - რასაც „ქართული ოცნება“ უწოდებს მთავრობის დამტკიცებას, სინამდვილეში არის ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის მონების გუნდი

ალბათ, „ქართული ოცნება” ახლა კომფორტულად არის. ისინი კრიტიკულ კითხვებს არც არასდროს სვამდნენ, მთავარი მათთვის სადღეგრძელოების ხმამაღლა წარმოთქმა იყო,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში საკომიტეტო განხილვებსა და მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენას.

ნადირაშვილის თქმით, ის რასაც „ქართული ოცნება“ უწოდებს მთავრობის დამტკიცებას, სინამდვილეში ერთპარტიულ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილისადმი წარდგენილი ლოიალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფია.

„სასაცილოა ის პროცესი, რასაც დღეს ადგილი აქვს პარლამენტში და „ქართული ოცნება“ მთავრობის დამტკიცებას უწოდებს. სინამდვილეში ეს არის ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის მონების გუნდი, ამას ჩვენ მთავრობას, რა თქმა უნდა, ვერ დავარქმევთ.

ალბათ, „ქართული ოცნება” ახლა კომფორტულად არის. ისინი კრიტიკულ კითხვებს არც არასდროს სვამდნენ, მთავარი მათთვის სადღეგრძელოების ხმამაღლა წარმოთქმა იყო და ახლა უკვე ოპოზიცია მათ ამაში ხელს არ უშლის. ძალიან მძიმე სანახავია ჩრდილო კორეის პარლამენტი როგორ განიხილავს იმას, რასაც მთავრობას ეძახიან. სინამდვილეში ეს არის ივანიშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას