თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ბრალდებულები სასამართლოს დისტანციურად ესწრებიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონსიძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვს.
ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებიან. სასამართლოს ესწრება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძეც. პროცესის პარალელურად, დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.