ლევან კობერიძე - მთავრობა გვჭირდება არა იმისთვის, კარტზე და ყავაზე მარჩიელობა დაიწყოს, მათგან გადაწყვეტილებები გვჭირდება - ეპიდემიის მართვის ნაცვლად, ოპოზიციაზე გადაბრალებას ვიღებთ

მართვის ნაცვლად ვიღებთ ოპოზიციაზე გადაბრალებას - დღევანდელი ხელისუფლება იმასაც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი თემა, რამაც შეიძლება ქვეყანა გააერთიანოს არის ეპიდემიასთან ბრძოლა,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, ამ ვითარებაში გამოსავალზე ყველამ ერთად უნდა იფიქროს.

„მთავრობა გვჭირდება არა იმისთვის, კარტზე და ყავაზე მარჩიელობა დაიწყოს, ჩვენ მათგან გადაწყვეტილებები გვჭირდება.

ერთხელ არ მახოვს განცხადება გაეკეთებინათ, რომ რაღაც შეცდომა დაუშვეს და როგორ გამოვასწოროთ ერთად, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ გამარჯვების კიჟინა უნდა ჰქონოდათ, რომ კოვიდ ეპიდემიას „ქართული ოცნება“ ამარცხებს.

ჩვენ მხოლოდ მათ შეცდომებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ ყველამ ერთად, რა არის გამოსასწორებელი , რადგან ეპიდემია არსად წასვლას არ აპირებს ჯერჯერობით და უახლოესი ერთი წელი მასთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრება.

როცა ვაქცინაზეა საუბარი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვაქცინა არ ნიშნავს პრობლემის მყისიერ გადაწყვეტას. ეს არის პრობლემა, რომელიც მუდმივ მართვის რეჟიმში უნდა იყოს და რას ვიღებთ მართვის ნაცვლად ? - მართვის ნაცვლად ვიღებთ ოპოზიციაზე გადაბრალებას. ეტყობა ჩაუშვეს მესჯიბოქსი და ყველა სპიკერი გამოდის და ერთი და იგივეს საუბრობს. დღევანდელი ხელისუფლება იმასაც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი თემა რამაც შეიძლება ქვეყანა გააერთიანოს არის ეპიდემიასთან ბრძოლა. სხვათაშორის ოპოზიცია ძალიან ღირსეულად იქცევა ეპიდემიასთან მიმართებით და არ იყენებს მას პოლიტიკურ დღის წესრიგად. მე მესმის, რომ პანდემიასთან ბრძოლის მზა რეცეპტები არცერთ ქვეყანას არ აქვს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯანდაცვის სისტემაში წლების განმავლობაშია დაგროვილი უამრავი პრობლემა და ბუნებრივია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, ამას სჭირდება ერთად გამკლავება“,- განაცხადა კობერიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა