17 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული პროფესიონალების ჯგუფი პრესკონფერენციას ჩაატარებს და გაავრცელებს სპეციალურ მიმართვას ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე.
მიმართვის ხელმომწერები არიან: აკაკი ზოიძე, ვახო კალოიანი, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
17 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბის გადაწვაში დადანაშაულებული ნოდარ შუკაკიძის ადვოკატები: ია გაბედავა, ლიკა ბითაძე და თათია მანეჟაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ოპოზიციის ერთ-ერთ შტაბში გაჩენილი ხანძრის საქმე და ნიკა მელიას ბრალდება.
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
17 ნოემბერს, 12.15 საათზე, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
17 ნოემბერს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის მშენებლობის გამოძიების მოთხოვნით საჩივარს შეიტანს.
საკონტაქტო : ელენე ბერიძე - 597 001 923