გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას - ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება, ან ბიულეტენების ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!

როგორ შეიძლება, რომ მთელს ქვეყანაში, ყველა უბნების 53%-ში, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში არ დგებოდეს ბალანსი. გვაქვს ან ბიულეტენების მეტობა, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება, ან ბიულეტენების ნაკლებობა, ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ! , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გადათვლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაფიქსირებული 600 სარჩელიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი.

,,ათასობით ამომრჩეველს უცებ გაუჩნდა სურვილი, რომ ჯიბეში ჩაიდოს ბიულეტენი და სახლში წაიღოს კედელზე ჩამოსაკიდად? ეს ადამიანური შეცდომით ვერ აიხსნება. როგორ აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ნამდვილი ბიულეტენები აღმოჩნდა შერეული გადასაყრელ ბიულეტენებში, რომელიც კანონის თანახმად ილუქება ყუთის გახსნამდე და თუ გახსნამდე არ დაილუქა და ნამდვილი ბიულეტენები შეერია გადასაყრელ ბიულეტენებს, ეს არის საციხე საქმე იმიტომ, რომ თქვენი მითითებით მოხდა ეს.

ქვეყნის მასშტაბით 206 უბანზე არის მეტობა, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება. 104 უბანია ისეთი, სადაც 5-მა ყველაზე მეტი ხმების ამღებმა ოპოზიციურმა პარტიამ აიღო ან ნული, ან ერთი ხმა. ეს სტატისტიკურად შეუძლებელია და ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. "ევროპული საქართველოს" 600 სარჩელიდან გადათვლის შესახებ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი და იმ ერთშიც კი კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის დოღი და საციხო ამბავია“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა