ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, შეხლა-შემოხლა იყო. ოპოზიციისა და ცესკოს წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილზე სიტუაციის განმუხტვას დაცვის პოლიცია ცდილობდა.
დაძაბულობის განსამუხტად, ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შესვენება გამოაცხადა.
ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა "ევროპული საქართველოს" მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.
დღევანდელ სხდომას ესწრებიან: ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი.