ეკლესია ლამის თავის ანათემას გადასცეს, აღდგომას რას შვებითო?! დღეს ეს პოლიტიკური სპექტრი პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს, კოვიდი არაფერი არ არის, მთავარი არის პოლიტიკური მიზნებიაო, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„საკითხი დგას ასე - ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ინტერესები თუ გაფრთხილება, თუ ორივე ერთად. ორივე ერთადაც ხომ შეიძლება? მაგალითად, ამ ადამიანებმა ეკლესია ლამის თავიანთ ანათემას გადასცეს, აღდგომას რას შვებითო? მაშინ ხელისუფლებაც ეკლესიას სთხოვდა, რომ მაქსიმალურად დაეცვა ნორმები. დღეს უკვე ეს პოლიტიკური სპექტრი პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს, კოვიდი არაფერი არ არის, მთავარი არის პოლიტიკური მიზნებიო, პირდაპირ ამბობენ. პირდაპირ ეუბნებიან, რომ ახლა მთავარი თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ არისო, ახლა მთავარი არის პოლიტიკური მიზნებიო, ამას პირდაპირ იძახიან,“- განაცხადა სესიაშვილმა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სესიაშვილი დაზუსტებით ვერ ამბობს, თუმცა, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური უფლებები დაცული იქნება.
„ჩემი აზრია, რომ მეტ-ნაკლებად ამ ხაზს გაატარებს მთავრობა - პოლიტიკური უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული, თუ რაღაც კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდა ვითარება, ასე ხდება დღესაც, იმის მიუხედავად, რომ აქვს ხესლისუფლებას ბერკეტები, სადაც პირდაპირ ვხედავთ პიბადის გარეშე, მიწოლა, პოლიციასთან სახეში ლაპარაკი და ა.შ. საკუთარ თავს რომ პატივს არ სცემენ გავიგე, საკუთარ ამომრჩეველს რომ არ სცემენ პატივს გავიგე, მაგრამ პოლიციელს რომ პატივს არ სცემენ, ამას ვერ გავიგებ,“ - განაცხადა სესიაშვილმა.