ირაკლი ჩიქოვანი - შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ მუნიციპალიტეტი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრებმა პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.

,,ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში.

კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებმა ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, ჩვენ თითო ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ყველა მათგანი ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. განწყობა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, ზუგდიდი ნამდვილად დგას განვითარების გზაზე და ამას სჭირდება მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით. ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარები ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას