გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნება“ უნდა დამთავრდეს და ეს უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 2012 წლის ღირებულებები არ დაგვიკარგავს

„ქართულ ოცნებას" დაკარგული აქვს სახელმწიფო სტრუქტურების მართვის რესურსი, - ამის შესახებ „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, თუ არ დავუბრუნდით 1-ელი ოქტომბრის ღირებულებს, „ჩვენ ყველა დავკარგავთ ამ ქვეყნის მომავალს და დავკარგავთ სამშობლოს“.

„საჯარო, პოლიტიკური პროცესის მხარე ძალოვანი სტრუქტურები არ უნდა იყვნენ. თუ ძალოვანი სტრუქტურა ხდება პოლიტიკური პროცესის მხარე, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამას გაზრდილი კრიმინალი მოყვება. კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ ხელისუფლებას და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ეს არის სწორედ ის გამოწვევა, რომლის გამოც "ქართული ოცნება" კარგავს თავის პოლიტიკურ სახეს, იმ მორალურ ფასს და თამასას, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ გაგვაჩნდა. ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან პოლიტიკურ მიზნებს, ერთი პარტიის მიზანს, ამოცანას და საარჩევნო პროცესს, არ შეიძლება სახელმწიფოებრივად სასარგებლო იყოს. ამასთან ის, რომ ძალოვან უწყებებში არიან ადამიანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ, ინფორმაციებს ასაჯაროებს, მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" დაკარგული აქვს სახელმწიფო სტრუქტურების მართვის რესურსი და ჩვენ ფაქტობრივად შევდივართ ისეთ საარჩევნო პროცესში, სადაც ქაოსი, საერთო არეულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლილობა არის ყველაფრის განმსაზღვრელი.

მგონია, რომ თუ ეს 31 ოქტომბერს არ დამთავრდა, თუ არ დავუბრუნდით 1-ელი ოქტომბრის ღირებულებს, ჩვენ ყველა დავკარგავთ ამ ქვეყნის მომავალს და დავკარგავთ სამშობლოს.

პოლიტიკური სპექტრის და ქართველი ხალხის პასუხი უნდა იყოს ამაზე ძალიან მყისიერი, მკაცრი და პრინციპული. ჩვენი ქვეყანა და ის პრინციპები, რისთვისაც ვიბრძოდით, უნდა შევინარჩუნოთ. "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ამ პრინციპებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ 31 ოქტომბერს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი, სადაც ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს მას ღალატისთვის და პირობების შეუსრულებლობისთვის. "ქართული ოცნება უნდა დამთავრდეს და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც 2012 წლის ღირებულებები არ დაგვიკარგავს",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა