გედევან ფოფხაძე - საზოგადოებაში განცდაა, რომ თუ მოქალაქე კოვიდ ინფექციით ავად გახდება, მას ან არ უმკურნალობენ ან არასათანდო მკურნალობასა და მზრუნველობას მიიღებს

საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს განცდა იმისა, რომ თუკი მოქალაქე კოვიდ ინფექციით ავად გახდება, მას ან არ უმკურნალობენ ან არასათანდო მკურნალობასა და მზრუნველობას მიიღებს, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.

ფოფხაძემ პირადი გამოცდილების საფუძველზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ის სტანდარტი არ არის, რა სტანდარტიც პაციენტების მიმართ შეიძლება იყოს.

ამ კონტექტში ფოფხაძე დაინტერესდა, რის მიხედვით ითვლება და იწერება კოვიდ19-ის მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბიუჯეტი. დეპუტატის შეფასებით, “კოვიდი წინ არის, ხოლო სახელმწიფო სტუქტურები არიან უკან“.

„ხუთი თვე იყო, რათა პანდემიის ზრდასთან დაკავშირებით გარკვეული მიმართულებები დაფინანსებულიყო. იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ რამდენად იზრდება ჯანდაცვის რესურსი? მე ამას ვერ ვხედავ! რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობიდან გამომდინარე, შემიძლია ჩემი განცდები გითხრათ. იქ პაციენტების მიმართ ის დამოკიდებულება არ არის, რაც უნდა იყოს. პარლამენტში ჯანდაცვის ბიუჯეტს ექვსი წელი ვაძლევდი ხმას, მაგრამ როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოვხვდი და იქ 24 საათი ვიყავი, ამ ექვსი წლის სანაცვლოდ ერთი ჭიქა ჩაის დაფინანსება ვერ მივიღე. თავს ვინმეს კი არ ვაცოდებ და იმას კი არ ვამბობ, პერსონალურად გედი ფოფხაძეს რატომ არავინ არაფერი გაუკეთა - ეს სტანდარტია და სავარაუდოდ, სხვა პაციენტების მიმართაც იგივე დამოკიდებულებაა. მე ვაპროტესტებ არა ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, არამედ დამოკიდებულებას პაციენტების მიმართ, რომლებიც ცხელების ცენტრში იმ პირობებში იმყოფებოდნენ, რომ სარგებლობდნენ საერთო სველი წერტილებით, ჰქონდათ გადაადგილების საერთო სივრცე. მე, ვისაც კოვიდ დადებითი დამიფიქსირდა და საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, მაგრამ ვირუსი არ დაუდასტურდა, 24 საათი ერთ სივრცეში ვიყავით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა