„ჩემი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ხელისუფლებას - რა ნიშნულზე უნდა ავიდეს ეპიდვითარება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგათ?

„ჩემი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს დაასახლოს ინფიცირებულთა ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის მიღწევის შემთხვევაში, ქვეყანაში ქმედითი რეგულაციები ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად თავაძემ და დიდუბე- ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ ისაუბრეს.

„მთავარი გამოწვევა ქვეყნის სტაბილური და მშვიდი ცხოვრებისთვის არის კორონავირუსი. ეს არის ფაქტი. დღეს უკვე ვირუსის გავრცელების მასშტაბები ხელისუფლებას განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებს როგორც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების, ასევე პოლიტიკური პროცესის წინაშე. „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს“ მიაჩნია, რომ ამაზე პასუხები ხელისუფლებას არ აქვს და ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და პოზიცია იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც კორონავირუსმა შექმნა ქვეყანაში,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე იმის, რომ ინიფიცირებულმა პაციენტებმა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება დაკარგონ. ამ საფრთხეზე მიანიშნებს ზვიად თავაძეც.

„დღევანდელი მდგომარეობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 919 შემთხვევა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არის თანმდევი დაავადებებით და ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგება. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას - რა ნიშნულზე უნდა ავიდეს ეპიდვითარება, რომ ხელისუფლებამ გაატაროს გარკვეული რეგულაციები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. მოსახლეობა გვისვამს კითხვებს ხომ არ მოხდება ისევ ქვეყნის ჩაკეტვა, ეს შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე ან მის შემდეგ, ხელისუფლება არ აკეთებს განმარტებებს კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობა კი კითხულობს, რომ თუკი 30 ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში მოხდა ჩაკეტვა, დღეს რატომ ხდება, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მხოლოდ თანაცხოვრება და არ არის შედარებით გამკაცრებული რეგულაციები, არ არის საუბარი სრულიად ჩაკეტვაზე და კომენდატის საათზე. კიდევ ერთი საკითხი არის იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელიც არჩევნების დღემდე იქნებიან სავარაუდოდ ინფიცირებულები და როგორ მოახერხებენ ისინი თავისი საარჩევნო უფლების გამოყენებას? ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, აუცილებლად დაასახელოს ზედა ზღვარი, რომლითაც ისინი იტყვიან, რომ გარკვეული გამკაცრება უნდა მოხდეს და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას,“- განაცხადა თავაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა