საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა სტუმრობდა

საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობდა.

პრინცესას ვიზიტი შედგა საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით, რომელიც შეიქმნა კოხლეარული იმპლანტის მქონე სმენადარღვეული ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციასათვის. მისი დამფუძნებელი გახლავთ ვან­ო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე ნან­ა გოთუა. ფონდი უკვე წლებია ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.

პრინცესა ფონდის დამფუძნებლებთან ერთად "აი იას" საქმიანობას გაეცნო, განიხილა სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისას მიღებული შედეგები და ფონდის სამომავლო გეგმები. პრინცესა ადგილზე მიმდინარე თერაპიაში თავადაც ჩაერთო.

პრინცესა შარლინი ბავშვთა ჯანმრთელობის, დაცვისა და კეთილდღეობის საკითხების, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა აქტიური მხარდამჭერია. იგი მუდმივად ზრუნავს სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და სწორედ ამიტომ, საქველმოქმედო ფონდმა , "აი ია" მას სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო წევრობა მიანიჭა და , სიკეთის ელჩის სიგელი“ გადასცა.

პრინცესას აგრეთვე გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“, ბავშვთა ჯანმრთელობისა და დაცვის სფეროში აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

პრინცესა შარლინმა გამოთქვა მზაობა მონაწილეობა მიიღოს კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაში, რომელსაც საქველმოქმედო ფონდ "აი ია"-სთან ერთად განახორციელებს.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა