გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მეგობარმა ბიზნესკომპანიებმა უკან დაუბრუნეს ის უზარმაზარი ფული, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის სუბსიდირებაზე უნდა დახარჯულიყო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე იმ კომპანიების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებას აწარმოებენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მეგობარმა ბიზნესკომპანიებმა უკან დაუბრუნეს ის უზარმაზარი ფული, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის სუბსიდირებაზე უნდა დახარჯულიყო“.

„ჩვენ წარმოგიდგენთ მართლაც ძალიან სკანდალურ და შემზარავ თემას, რომელსაც პირობითად „გახარიასეული ფულის კეთების სქემა ჯიგრულ პონტში“ დავარქვით. როცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ტურიზმი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა? რეალურად ვის ეხმარება საქართელოს ხელისუფლება.

რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს. მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა მათი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს. ასევე „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „გუდაური ლოჯი“. სია საკამოდ დიდია, მათ შორისაა, „ალტიტუდი“,“სევსამორა“, „ყვარელი ედემი“- რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული, „მეგაპალასი“, „მეჯუდა“, „თეთრი ხიდი“- ეს არის ის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდგომ „ქართულ ოცნებას“ შესწირეს უზარმაზარი ფული. ფული, რომელიც უნდა წასულიყო იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ. მათ კი, მაგალითისთვის „ყვარელი ედემმა“ 235 000 ლარი, სევსამორამ- 317 000 ლარი უკვე შესწირა „ქართულ ოცნებას“ ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდში.

მოლოდინი ნათელია - ,,ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე ხმები მოისყიდოს. ეს არის მხოლოდ ნაწილი, ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, ჩვენი მხრიდან ანტიკორუფციული კვლევა გრძელდება. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, “ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა