პატრიოტთა ალიანსი - საარჩევნო პრეზენტაციას 5000-ზე მეტი მხარდამჭერი ესწრებოდა

13 სექტემბერს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინამდებარე მოედანზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას (მხოლოდ იმერეთის რეგიონიდან) პატრიოტთა ალიანსის 5000-ზე მეტი მხარდამჭერი ესწრებოდა. პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიაში ბევრი ცნობილი ადამიანია წარმოდგენილი: მომღერალი ცისანა სეფიაშვილი, სტერეო+-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი, სამოქალაქო აქტივისტი და უფლებდამცველი მერაბ ჭიქაშვილი, გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი.

საინტერესოა, რომ პატრიოტთა ალიანსის სიაში საზოგადოებამ არა ერთი ახალგაზრდა იხილა. პანკისელი მარიამ ბათირაშვილი პატრიოტთა ალიანსის გუნდის წევრი იქნება. პატრიოტთა ალიანსის სიის პირველ ნომრად ირმა ინაშვილი დაასახელეს, რომელიც ამავდროულად, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. როგორც პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, ის და ადა მარშანია საპარლამენტო სიაში არ იქნებიან, ვინაიდან აგრძელებენ მუშაობას სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. „ეს იმდენად შრომატევადი და რთული პროცესია, რომ ბევრ დროს მოითხოვს“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარებად აზერბაიჯანელი მახირ იუსუბოვი და სომეხი არტაშეს ჰაკობიანი დასახელდნენ, რომლებიც მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში იბრძოლებენ. პატრიოტთა ალიანსმა ცოტა ხნის წინ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. პარტიამ 1 მილიონ 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, 840 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, შედეგების მიხედვით პატრიოტები პირველ ადგილზე არიან, მეორე ადგილზე „ქართული ოცნებაა“, ნაცმოძრაობას 4%-ზე ნაკლები აქვს, ხოლო ბოკერიას პარტია 1%-იან ბარიერს ვერ ლახავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მასშტაბური გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გასულ კვირას პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩს 189 000 აუდიოჩანაწერი გადასცა ( მარტ-აპრილის უტყუარი მონაცემები). ინაშვილის განცხადებით, დაცული იყო პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის ყველა მოთხოვნა.

„უახლოეს დღეებში მე კვლავ მექნება შეხვედრები ელჩებთან და უკვე გამოკითხვის მაის-ივნისის თვეების მონაცემებს გადავცემ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ამ პერიოდში რამდენიმე პროცენტით მოიმატა „ქართული ოცნების“ რეიტინგმა. „ქართული ოცნება“ და პატრიოტთა ალიანსი თითქმის თანაბრად იყოფენ პირველ-მეორე ადგილებს, ხოლო ნაცმოძრაობას კვლავ 4%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა