პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეულისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეულისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა, საზოგაოებას გააცნო ის პროგრამული პრიორიტეტები, რითიც „,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მომავალ პარლამენტში იხელმძღვანელებს.

საპროგრამო გეგმის ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე გაკეთდა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მომავალ პარლამენტში იბრძოლებენ საკუთარი ხედვისა და პრინციპების დასამკვიდრებლად, ამ მიზნით კი ითანამშრომლებენ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან.

„მსოფლიო იცვლება, საქართველოს სჭირდება რევოლუციური გარდაქმნები პოლიტიკაში, განვითარებადი ქვეყნიდან ნახტომისებური გადასვლა განვითარებულ ქვეყანაში. ფუნდამენტური ცვლილებები ქვეყნის მმართველობაში თითოეული ოჯახისა და მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - განაცადა გია ჟორჟოლიანმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წევრები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი ეკა ლეკაშვილი და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, თსუ-ს პროფესორი კახაბერ ჟღენტი, რომლებმაც ეკონომიკაზე ისაუბრეს.

განათლების საკითხებზე მოხსენებით გამოვიდა მასწავლებელი, პედაგოგთა პროფკავშირის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკატერინე ჭელიძე.

ვეტერანების პრობლემებზე და მათი ჩართულობის შესახებ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ისაუბრა ომისა ვეტერანამა, პოლკოვნიკმა ვანო ხვიბლიანმა, ხოლო სამართლის დოქტორმა, პროფესორმა დავით ლობჟანიძემ წარმოადგინა პარტიის ხედვა მმართველობით სფეროში რეფორმების შესახებ.

თსუ-ს პროფესორმა მარინა მუსხელიშვილმა მომავალ პარლამენტში პარტიის ადგილსა და სამოქმედო ტაქტიკაზე გააკეთა აქცენტი.

პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ გუნდის პროპორციული სიის ოცეულში იქნებიან:

ბადრი ფირცხელიანი, მარინა მუსხელიშვილი, კახაბერ ჟღენტი, ვანო ხვიბლიანი, ელგუჯა ხარშილაძე, ეკა ლეკაშვილი, დავით ლობჟანიძე, მიხეილ ადეიშვილი, იოსებ არჩვაძე, ზურაბ ვახანია, ნათია ქევხიშვილი, გიორგი კევლიშვილი, მაია ასაკაშვილი, გიორგი მაკასარაშვილი, მამედ იუსუბოვი, ეკატერინე ჭელიძე, ნოდარ ელიზბარაშვილი, ლანდა ალვარიანი, ავთანდილ სულაბერიძე და შოთა მაჭარაშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა