გია ჟორჟოლიანი - „როგორც ადრე“ კარგა ხანს ვეღარ იქნება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სანამ გვიან არ არის, შეცვალოს მოქმედების სტრატეგია

კორონავირუსის მზარდ შემთხვევებზე, სასწავლო პროცესის დაწყების რისკებზე ბაღებსა და სკოლებში, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მოქმედების სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე ,,სოციალ დემოკრატები საქართვეელოს განვითარბისთვის“ ლიდერი, გია ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს.

ჟორჟოლიანის განცხადებით, უნდა გამოვნახოთ საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეპიდემიური შეზღუდვების პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის სამი აუცილებელი სფეროს: ჯანდაცვას, სურსათით უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

,,ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავისრუსით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. რამდენიმე დღეში კი საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. მოლოდინები, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით არსებობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

ჩვენი ქვეყნის დიდი ქალაქების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ნორმებით დადგენილ მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე სასწავლო სივრცეები და ინვენტარი არასაკმარისია. საბავშო ბაღებში, სადაც ჯგუფში ბავშვების რიცხვი ორჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმას, მასწავლებელები და ძიძებიც არასაკმარისია. ამ ვითარებაში კი ძალზე საეჭვოა სასწავლო დაწესებულებებში მოხერხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებისა და მოთხოვნების დაცვა. ამასთან, ეს მოთხოვნები ბავშვთა და საგანმანათლებლო პროცესის სპეციფიკას სრულად არ ითვალისწინებს, რაც, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის.

აუცილებლად მიგვაჩნია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადადგას რადიკალური ნაბიჯები, გადახედოს რამდენიმე თვის წინ შექმნილ ილუზორულ მდგომარეობას, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვართ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, უარყოს მცდელობა ქვეყანა დაუბრუნოს ჩვეულ მდგომარეობას და ეკონომიკური პრობლემებიც გადაწყვიტოს ტრადიციული მიდგომებით, მაგალითად შიდა ტურიზმის ხელშეწყობით.

უკანასკნელმა დღეებმა დაგვანახა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება შიდა ტურიზმის გააქტიურებამ გამოიწვია. ინფექციამ სწორედ აქტიურ ტურისტულ ზონებში იფეთქა. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ,,როგორც ადრე“, ისე კიდევ კარგა ხანს, ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იქნება. ქვეყნის მართვა ძველი მეთოდებით აქამდეც არ ვარგოდა, დღევანდელ რეალობაში კი აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდა.

უნდა გამოვნახოთ საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეპიდემიური შეზღუდვების პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის სამი აუცილებელი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას: ჯანდაცვას, სურსათით უზრუნველყოფასა და სასწავლო პროცესს. ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც სხვა, მეორეხარისხოვანი სფეროებიდან რესურსების გადანაწილებით უნდა მომარაგრდეს, მაგალითად: შეიზღუდოს არა გადაუდებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, საზეიმო ღონისძიებები და სხვა. ადრეც განვაცხადეთ და ახლაც ვიმეორებთ: არსებული რესურსებისა და შემოსავლების გადანაწილება-მობილიზების გარეშე ჩვენ ამ ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ოპერატიულად, რომ ოპტიმალურად გამოვიყენოთ და გადავანაწილოთ სახელმწიფოს რესურსები, მოვიზიდოთ კრედიტები, დამატებით დავბეგროთ მაღალი და ზემაღალი შემოსავლების კომპანიები. მხოლოდ ასეთი ოპერატიული ღონისძიებებით დაიცავს ქვეყანა საკუთარ სახელმწიფოებრიობას, ეკონომიკას, მოქალაქეთა ჯანმრთელობას,“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა