ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ოჯახში მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის გამოყენება მსხვერპლისთვის იქნება გარანტია, რომ ცუდი შედეგი არ დადგეს.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის დაცვის საშუალება ხშირად არ არის.
„სამწუხაროდ, იმდენად ფართო მასშტაბი აქვს ოჯახში ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართალდამცველებს, სასამართლოს, წლის განმავლობაში ათასობით შემაკავებელი ორდერის გამოწერა უწევთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ესეც არ არის დაცვის შესაძლებლობა მსხვერპლისთვის”,- განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, 1-ელი სექტემბრიდან მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად სამაჯურიც დაუმაგრდება. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.