„ნაცმოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი - ქობულეთში, ფიჭვნარში, ე.წ მწვანე ქალაქის მშენებლობისთვის დაანონსებული ინვესტიცია არ განხორციელდა

ქობულეთში, ფიჭვნარში, ე.წ მწვანე ქალაქის მშენებლობისთვის დაანონსებული ინვესტიცია არ განხორციელდა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ფინჭვნარში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ე.წ "მწვანე ქალაქის" მშენებლობა პომპეზურად დაანონსა, სადაც 500 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა, თუმცა „აღნიშნული ინვესტიცია ბიძინა ივანიშვილის ცრუ დაპირებებს ნათლად ასახავს“.

"დღეს ჩვენი მოსახლეობა დგას ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე და ეს გამოწვევებია: უმუშევრობა, სოცილური ფონი და კორუფცია. დღეს ხალხთან ერთად ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის ფიჭვნარში, სადაც ივანიშვილის მარიონეტმა პრემიერმა ბახტაძემ პომპეზურად დაანონსა ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია ე.წ მწვანე ქალაქის ასაშენებლად, სადაც უნდა დასაქმებულიყო 500 ადამიანი. აქ ვდგავარ ხალხთან ერთად, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში არათუ დაასაქმა და მათთვის ახალი სამუშაო ადგილები შექმნა, არამედ კიდევ უფრო გააღარიბა, სწორედ ეს ე.წ. მწვანე ქალაქი და ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია კარგად ასახავს ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ცრუ დაპირებებს. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, დღეს მის მიმართ ნდობა ამოწურულია და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულებულია და ამას ჩვენ ხალხთან ერთად, თითოეულ ქობულეთელთან ერთად დავასრულებთ არჩევნების დღეს. ქობულეთი თავისი ტურისტული პოტენციალით იყო და არის ჩემთვის პრიორიტეტი, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ თითოეულ ქობულეთელს ჰქონდეს ღირსეული დასაქმების პირობები, ქობულეთში შემოვიდეს რეალური ინვესტიცია და თითოეულ ქობულეთელს მიეცეს საშუალება თავად გადაწყვიტოს ქობულეთის მომავალი",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა