"ინტერპრესნიუსისთვის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილი გახდა. ჩვენი ინფორმაცით, პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:
ნიკა მელია - თბილისი (გლდანი);
ლევან ხაბეიშვილი - თბილისი (სამგორი);
დავით კირკიტაძე - რუსთავი;
გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი;
აზერ სულეიმანოვი - მარნეული;
ხატია დეკანოიძე - თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი;
ლევან ბეჟაშვილი - გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო;
გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
ბადრი ბასიშვილი - გორი-კასპი;
ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი;
მელიქ რაისიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა;
დევი ჭანკოტაძე - სამტრედია- წყალტუბო;
ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმსჯელეს შტაბში ფუნქციების განაწილებაზე და მაჟორიტარი კანდიდატების სტრატეგიაზე - რომელ რეგიონში რომელი მაჟორიტარი შეიძლება სჯობდეს.
„ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ამიტომ ძალიან მალე, როდესაც წარდგენა იქნება, ამას გაიგებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.