არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ მომავალზე  პასუხისმგებლობის ასაღებად

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს ენდობა და მათი არჩევანი უპირობოდ მისაღები იქნება.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი პროპორციულ სიას სექტემბერში წარადგენს და მეტი ახალი სახე იქნება.

„შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია მას შემდეგ, რაც ჩვენ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატები წარვადგინეთ, თუმცა, აქტიურ ფაზაში ის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან შევა. რასაკვირველია, ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს. იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის, იქნება მშვიდი, შედეგებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პარტიები, ლიდერები შევძლებთ, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამები და ჩვენი ხედვა გავუზიაროთ.

რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ენდობა თავის მხარდამჭერებს. ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს. მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, მხარდაჭერის მოლოდინი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პროპორციულ სიაში იქნება მეტი ქალი და მეტი ახალი სახე.

„რაც შეეხება გუნდის განახლებას, გუნდის განახლება მოხდება პროპორციული სიის ხარჯზე. პროპორციულ სიას ჩვენ წარვადგენთ სექტემბერში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროპორციული სიის ფარგლებში ვუზრუნველყოთ, როგორც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა იყოს, ასევე განვაახლოთ გუნდი იმ ადამიანებით, ვინც გუნდში ახალი ენერგია უნდა შემოიტანონ. სიმართლე არის ის, რომ 30 მაჟორიტარ კანდიდატში 10-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საპარლამენტო პოლიტიკაში ჩართული, არ ყოფილა პარლამენტის წევრი.

როგორც გითხარით, ჩვენ გუნდის განახლებას ვგეგმავთ პროპორციული სიის წარდგენისას. შესაბამისად, პროპორციულ სიაში იქნება მეტი ქალი, იქნება მეტი ახალი სახე და ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამოცდილი პლიტიკოსებისა და ახალი სახეების ეფექტიან თანამშრომლობას მე-10 მოწვევის პარლამენტში“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს.

„რასაკვირველია, მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. რა თქმა უნდა, საპარლამენტო გუნდისთვის ნამდვილად შენაძენი იქნებოდა მისი პარლამენტში მოსვლა, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას სხვანაირად აქვს მომავალი კარიერა წარმოდგენილი. იცით, ძალიან გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში. აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებითაც მას დიდი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, ის გუნდს სწორედ ამ პოზიციებზე დაეხმარება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები იყო, თუმცა რამდენადაც მისთვის ცნობილია, მამუკა ბახტაძე სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა