ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან 45 წლისთავი აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხდომის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა ჰელსინკის დასკვნითი აქტის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

მან აღნიშნა, რომ ხელმოწერიდან 45 წლის შემდეგ, აქტის ძირითადი პრინციპები, როგორიცაა: სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, ძალის არგამოყენება და ძალის გამოყენების მუქარისგან თავშეკავება, ქვეყნის საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანად მოგვარება, შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაურევლობა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა - ხშირად და უხეშად ირღვევა.

ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ისაუბრა ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და მათი საერთაშორისო სამართლის პრინციპების - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით მოგვარების აუცილებლობაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომიდან 6 წლის შემდეგ, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ეუთო-ს წევრი კიდევ ერთი სახელმწიფო, უკრაინა გახდა.

„ეუთო-ს პრინციპებისა და ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ყველას უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ელჩმა.

ქართული მხარის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების კრიზისის დასაძლევად, საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა და ეუთო-ს პრინციპებისა და ნაკისრი ვალდებულებების განუხრელად შესრულება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა