გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო

გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ეწვია და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებსაც ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელი ფრიდრიკე როხვანსკი და სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ, ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა სკოლაში მოქმედი პროგრამების (სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა), დისტანციური სწავლების პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და სტუმრებს სკოლის მიერ შექმნილი დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოები, აუდიოდისკები ,,ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ და სხვადასხვა პუბლიკაციები გააცნო.

„დღეს მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გერმანიის ფედერაციის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სკოლის მუშაობა და ის პროგრამები გავაცანით, რომლებსაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ვთავაზობთ. კერძოდ, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერ და საჯარო მოხელეებისთვის არსებულ სატრენინგო პროგრამებს. მნიშვნელოვანია, რომ ჟვანიას სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა უნარებისა და ცოდნის განვითარებას იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები წარმატებულად განხორციელდეს“, - განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლის საერთაშორისო პარტნიორობაზე და გერმანულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას