14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება

14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება. პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, ამგვარი დანაშაულის ჩადენა 14 წელს მიუღწეველ პირთან, დაისჯება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ასევე, მკაცრდება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირზე სასჯელი შემდეგ შემთხვევებში: ა) შშმ პირის ან ორსულის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, ე) სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ბრალდებული პირის მიერ, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, წესდება სასჯელი 18 წლამდე ასაკის პირისთვის შეხვედრის შეთავაზებაზე, პორნოგრაფიული მასალის დამზადების მიზნით. ამგვარი ქმედება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი კანონით, პორნოგრაფიული მასალის დამზადების მიზნით შეხვედრის შეთავაზება დასჯადი ქმედებაა, თუკი შეთავაზება ხდება 16 წლამდე ასაკის პირისთვის, ხოლო სასჯელის ზომა 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელის გამკაცრება გარყვნილი ქმედებისთვისაც. კერძოდ, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან დაისჯება 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი: ა) შშმ პირის ან ორსულის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, ე) სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ბრალდებული პირის მიერ, გამოიწვევს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატთა ჯგუფია: სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას