მოხარული ვარ, რომ საქართველოს რესპუბლიკა ერთგულია საარჩევნო რეფორმისადმი , - ამის შესახებ "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ალექს მუნი სოციალურ ქსელში წერს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს რესპუბლიკა ერთგულია საარჩევნო რეფორმისადმი და ამტკიცებს ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო პლურალიზმს შეუწყობს ხელს.
გრძელდება რა აშშ - საქართველოს პარტნიორობა, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის" , - წერს მუნი "ტვიტერზე.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.