მარინა კალიურანდი - კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ცვლილებები მიიღო - 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებ, მისცენ ხმა საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის

8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებ, მისცენ ხმა საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

ევროპარალმენტარი დადებითად აფასებს საკონსიტუციო კანონპროექტის მხარდაჭერას.

“კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 136 ხმით ცვლილებები მიიღო. ეს აშკარად დადებითი სიგნალია. 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებ, მისცენ ხმა მათი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის“ , - წერს კალიურანდი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა