მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პიარული თავხედობა და უტიფრობა გრძელდება - მორიგ ჯერზე ატყუებენ საზოგადოებას, რომ პროექტს მხარს კი უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „პიარულ თავხედობასა“ და „უტიფრობას“ უწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას.

როგორც მან საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მორიგ ჯერზე ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, როდესაც ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს კი უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ.

„როგორც ამ დღეების განმავლობაში ვამბობდით, ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშეა ის, რაც გარანტირებულად მოხდა - „ქართული ოცნების“ 92-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. ასევე იმ დეპუტატებმა, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ. იცით, რომ „პარტიოტთა ალიანსს“ ერთი წევრი გამოაკლდა და მან მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, 117-ის ნაცვლად, („პატრიოტთა ალიანსი“ ამ 117-ში ითვლებოდა ერთი წევრის გამოკლებით) მოხდა ისე, რომ მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, გარდა „ევროპული საქართველოსა“. მათი ხმებიც დაემატა და საერთო ჯამში, 136 ხმა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც გადიოდა ჩვეულებრივად, მარტივად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და ყველა ის სპეკულაცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იყო, კიდევ ერთხელ ტყუილი აღმოჩნდა.

რაც შეეხება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალის საოცარ განცხადებას და პიარულ თავხედობას (უფრო რბილად როგორ შევაფასო არ ვიცი), რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ალბათ, ვერც კი წარმოგედგინათ თქვენც ჟურნალისტებს, რომ ტყუილი ასეთი ხარისხით შეიძლება ვინმეს, ერთ ადამიანსაც კი აკადრო, რომ დააჯერო, თითქოს მხარს უჭერ და ხმას არ აძლევ. მათი მხრიდან პიარული თავხედობა და უტიფრობა გრძელდება. ისინი მორიგ ჯერზე ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, რომ მხარს კი უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პიარული „ნიუ-ჰაუ“, რომლის მიხედვითაც, მათ როგორც ჩანს, საზოგადოების წევრებზე და მათ წარმომადგენლებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა და ამაში მათ შორის ჩატარებულმა კვლევებმა დაარწმუნა, რომ ისინი ვერც ერთ კონფიგურაციაში ვერ მიდიან ახლოსაც კი იმასთან, რასაც საარჩევნოდ აანონსებენ. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი გზა არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაციის გეგმაში არჩევნები, მითუმეტეს დემოკრატიულად ჩატარებული და ამ პროექტის მხარდაჭერა ბუნებრივად არ ჯდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა