განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობას აანალიზებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, დღევანდელი შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა სფეროში არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიცაა: სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულებათა ინსტიტუციური სტატუსი, სახელოვნებო სასწავლებლის მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება, ასევე იქ მომუშავე პედაგოგთა სამართლებრივი სტატუსი, სახელოვნებო განათლების მიმართულებით სწავლების მეთოდოლოგიის განსაზღვრის აუცილებლობა, სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო სწავლების ფორმები.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხების ანალიზის დასკვნით ეტაპზე, შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

„თემატური მოკვლევის მთავარი მიზანია სახელოვნებო განათლების სფეროში არსებული გამოწვევების განსაზღვრა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ცდილობს სფეროში არსებული გამოწვევები საფუძვლიანად შეისწავლოს და არსებული რესურსების ფარგლებში მისი მოგვარებისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საბოლოო ჯამში კი მთავარია ხელისუფლებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიურობა, რომელიც დაგვეხმარება სფეროში არსებული პრობლემები გადაჭრასა და კონცეპტუალურ შეთანხმებაში. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სკოლის გარეთ ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროების გამიჯვნა, ასევე დეფინიციების განსაზღვრა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფი სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობას შეისწავლის. ჯგუფის მიზანია სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში სახელოვნებო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრა. ჯგუფი მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებულ დასკვნას უახლოეს მომავალში მოამზადებს, ასევე დაგეგმილია შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის გაცემა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა