შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ასრულებს.
მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მუშაობა 14 ივნისს დაასრულა, დღეიდან კი ის დიპლომატიურ სამსახურში, ავსტიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2016 წლის 1-ელი აგვისტოდან უძღვებოდა. მინისტრის პოსტზე ციხელაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია.