გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის აქციზის განაკვეთი იზრდება

გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის აქციზის განაკვეთი იზრდება. პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 77 ხმით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, გათხევადებული ბუნებრივი აირისთვის აქციზის განაკვეთი 1 ტონაზე 300 ლარი იქნება. გარდა ამისა, ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება, ასევე ნავთობპროდუქტების აირების (პროპანი, ბუტანები, ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი, დანარჩენი აირები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება აღარ იქნება აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და შესაბამისი აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრა განხორციელდება ერთ ეტაპად, იმპორტის მომენტში.

კანონპროექტის თანახმად, ბუნებრივი აირის კონდენსატის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის შემთხვევაში აქციზის გამოანგარიშება ხდება წონის შესაბამისად. ასევე, იცვლება და სწორდება სასაქონლო კოდები, რომლებიც იძლეოდა მანიპულირების საფუძველს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები აღმოფხვრის უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტის აქციზის გადასახადის გარეშე იმპორტის მანკიერ პრაქტიკას.

როგორც კანონპროექტის ინიციატორი, სულხან მახათაძე აცხადებს, საგადასახადო ცვლილება ითვალისწინებს დღეს არსებულ კანონმდებლობაში დაბეგვრის იმ ორეტაპიანი მოდელის ცვლილებას, რომელიც თხევადი აირების ნაწილში მოქმედებს.

„პირველი ეტაპია, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება მოსახლეობას და მისი ღირებულებაა 120 ლარი 1 ტონაზე. მაგრამ, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება სატრანსპორტო საშუალებებს, ამას ემატება 180 ლარი. არსებული ორეტაპიანი დაბეგვრის მეთოდი არ იძლეოდა სათანადო ეფექტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, სადაც საგადასახადო სასაქონლო კოდების ანუ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად, ზოგი თხევადი აირი იბეგრებოდა აქციზით, ზოგი ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობდა, ეს კი მანიპულირების შესაძლებლობას იძლეოდა. ამასთან, საყოფაცხოვრებო მიმართულებით განბაჟებული თხევადი აირები ხვდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებში,” - განმარტავს სულხან მახათაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას