მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, სადაც მოსახლეობაა შეკრებილი, დეპუტატ თამაზ ნავერიანსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის შეკამათება მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში კვლავ ხმაური და ხალხმრავლობაა. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემის გარკვევას შეეცადა, რასაც მასსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კამათი მოჰყვა. „ახლა, ამ მდგომარეობაშიც, რომ ეს საშუალება გამოვნახეთ, ვმუშაობთ და წელებზე ფეხს ვიდგამთ, ეს საკმარისი არ არის?! მთელ მსოფლიოში კორონაა მოდებული, ახლა შენ რასაც აკეთებ, სრული დემაგოგიაა“,-მიმართა ნავერიანმა ადგილობრივს.

მან კომენტარი რადიო „მარნეულთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

„ასეთია სიტუაციაა, ჩამოვიდა კომპანია “ ჯიბე“, მოვიდა ეს პროვოკატორი და რას აკეთებს ახლა აქ. ამაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მოსახლეობა კომპანია „ჯიბე“-ს წარმომადგენლებს თავად ესაუბრება. არ ვიცი კიტრის ფასი რატომ გაიაფდა და ახლა რა ფასშია, აქ კომპანიის წარმომადგენლები არიან“,-განაცხადა ნავერიანმა.

ცნობისთვის, სოფელ აღმამედლოში შეკრებილი მოსახლეობა სადისტრიბუციო მანქანებს დილიდან ელოდა, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეძლონ. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოქალაქეებს უსაფთხოების მიზნით პირბადეები დაურიგეს. გარდა ამისა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას