მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი - მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, ამ დროისათვის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება ბოლნისის და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება.

„ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

მისი თქმით, რაიონში ყველაფრისთვის მზად არიან, ათი ჯგუფია მობილიზებული რათა გავიდეს ადგილებზე და მოსახლეობას მოუწოდოს იმ დირექტივების შესრულებისკენ, რომლებიც მთავრობამ გასცა.

როგორც თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან მუდმივი კავშირი აქვთ და წუთი წუთზე ელოდებიან აღნიშნული ჯგუფებისათვის შესაბამის აღჭურვილობას.

„ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტალის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ჩვენ ყველა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოხალისეები, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება კვების პროდუქტების სუპერმარკეტებს, ისინი მუშა რეჟიმში არიან. ერთ ადამიანს ოჯახიდან, შეუძლია მივიდეს სასურსათო მაღაზიაში საჭიროებისამებრ“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

თამაზ ნავერიანის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას