პარლამენტში კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ვალერი გელაშვილის უფლებამოსილება სცნო. მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ კარლო კოპალიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს.