თბილისში, სტურუას ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება

სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ცენტრალურ გზასთან ერთად, მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

„ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება შესაბამისი ნიშნები და ჩატარდება საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 750 000 ლარია, აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სტურუას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, სრულად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა და რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა