გიორგი ვაშაძე გორის მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძეს - გრცხვენოდეთ, შეიპარეთ პარლამენტში

გრცხვენოდეთ, შეიპარეთ პარლამენტში, გორის მაჟორიტარი ბრძანდებით?! ვერ გიცანით უცებ, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატები იოსებ მაკრახიძე და სიმონ ნოზაძე პარლამენტში უკანა შესასვლელით შედიოდნენ, რა დროსაც მათთან გიორგი ვაშაძემ მისვლა და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით გასაუბრება ისურვა. ვაშაძეს მხოლოდ ნოზაძე გაესაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემი შინაგანი განწყობა ასეთი იყო, რომ მე მხოლოდ შერეულ სისტემას ვუჭერდი მხარს, მაგრამ რადგან კონსტიტუციაში ჩავწერეთ, შემდეგ ივნისის მოვლენებიც განვითარდა, ამიტომ დავუჭირე მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმის (მაკრახიძის) არჩევანს პატივი არ ვცე", - აღნიშნა ნოზაძემ.

გიორგი ვაშაძემ უპასუხა, რომ იოსებ მაკრახიძე "ჩვეულებრივად კორუმპირებულია" და ნუ დაიცავდა მას. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ საარჩევნი სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხი მოატყუა და ოპოზიციის მშვიდობიანი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება - 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ამ წუთებში პარლამენტის შესასვლელებთან დგანან ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეები. მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს, ასევე მოახდინეს შესასვლელების პიკეტირება. სწორედ "სირცხვილის კორიდორებისა" და შეძახილების ფონზე მოუწია რამდენიმე დეპუტატს პარლამენტში შესვლა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას