ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის რეგიონალური კამპუსი, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიხსნება

მემორანდუმს ხელი ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯულიან შუსტერმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს.

წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერი - ვებსტერი (Webster University), რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე 2021 წელს გახსნის, სადაც ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მდებარეობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა ქართული განათლებისა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის და თანამშრომლობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ხელი მოეწერა შეთანხმებას და გაიხსნა რეგიონში პირველი, ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტია, აქვს თავისი კამპუსები არა მარტო ამერიკაში, არამედ ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ასეთი ქვეყნების შემდეგ რეგიონში რომ სწორედ საქართველოზე გაკეთდა აქცენტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვნი. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ სილიკონ ველის პროექტი აღმოჩნდა ის პროექტი, სადაც მოხდება მათი კამპუსის განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სტუდენტებს აღარ მოუწევთ უცხოეთში სწავლა, არამედ საქართველოში შეეძლებათ, მიიღონ ამერიკული განათლება, ამერიკელი პროფესორებისგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში რაც შეიძლება, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ და ამერიკული დიპ-ლომი მიიღონ საქართველოში, ამერიკაში წაუსვლელად“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ჯულიან შუსტერის განცხადებით კი, შეთანხმების გაფორმება საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ვებსტერის უნივერსიტეტისთვის, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტისთვის საქართველოში, ვინაიდან ის მაღალი ხარისხის განათლების მიღების მხრივ დიდი შანსი იქნება როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე მეზობელი ქვეყნის სტუდენტებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯულიან შუსტერის თქმით კი, „ეს საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ვებსტერის უნივერსიტეტისთვის, ასევე პარტნიორი უნვიერსიტეტისთვისაც საქართველოში. „ეს ბევრ შანსს მისცემს ქართველ და ასევე, მეზობელო ქვეყნების სტუდენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება. ჩვენთვის ეს თანამშრომლობ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამ რეგიონში პირველად ვართ, ჩვენი პარტნიორობა ახლა იწყება და ვფიქრობ, რომ იგი ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა შუსტერმა.

ისაუბრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმაც.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, დაესწროს მემორანდუმის ხელმოწერის პროცედურას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის. ვებსტერის უნივერსიტეტი წარმოადგენს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს და ამ მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები განათლების სფეროში გადაინაცვლებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან, ახალ ეტაპზე. ამ მემორანდუმის ფარგლებში საუბარი არის საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთაშორისო ურთიერთობების, მედიისა და ბიზნესის მიმართულებით“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ვებსტერის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში მდებარეობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონში შემოსვლა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, 2021 წლიდან ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ. ვებსტერი საქართველოში საბაკალავრო, სამაგისტრო და სატრენინგო პროგრამებს განახორციელებს, კერძოდ:

საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი; საერთაშორისო ურთიერთობები, მედია კომუნიკაცია.

სამაგისტრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი; საერთაშორისო ურთიერთობები; მედია კომუნიკაცია.

პროგრამის განმახორციელებლები ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორები და ადგილობრივი დარგის სპეციალისტები იქნებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, მაღალი ხარისხი და მნიშვნელოვანი პარტნიორები, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, შექმნილი ეკოსისტემა - ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ამერიკულმა უნივერსიტეტმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და სილიკონ ველი თბილისზე გააკეთა.

ვებსტერის უნივერსიტეტი 2000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე “სილიკონ ველი თბილისის” ტერიტორიაზე განთავსება, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსი უკვე 3 წელია. აქვე მოეწყობა ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები.

ფორბსის უნივერსიტეტების 2019 წლის ტოპ რეიტინგში შესული ვებსტერის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, 1915 წლიდან ლიდერობს და დღეს ფლობს კამპუსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე.

2018 წელს, საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებით, ვებსტერი აშშ-ს #4 სასწავლებელი გახდა ,,ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების’’ რეიტინგში, სადაც აშშ-ს 1500 სასწავლებლიდან მხოლოდ 44 მოხვდა.

ვებსტერის რეპუტაციას განაპირობებს მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემების მიერ მისი, როგორც აშშ-ს ერთერთი საუკეთესო სასწავლების წარმოჩენა. ესენია: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა