კახა კოჟორიძე თბილისის პროკურატურაში მის მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე იმყოფებოდა

თბილისის პროკურატურაში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი, კახა კოჟორიძე მის მიერ „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტზე შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე იმყოფებოდა.

კახა კოჟორიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გახმაურებულ საქმეზე გამოძიების დაწყება მოუთხოვიათ და ამ საქმის ლეგიტიმურად გამოძიების მოლოდინი არ აქვს.

„17 იანვარს ჩვენ შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ამ სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი გახარია ვანო ზარდიაშვილთან ერთად შეხვდა მოსამართლე არევაძეს და მათ ისაუბრეს კონკრეტული საქმის დეტალებზე, სადაც გადაწყდა ნიკა გვარამიას საქმეზე აცილების საკითხი. სიუჟეტში გასული ინფორმაცია შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიტანეთ განცხადება და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გახმაურებულ საქმეზე მოგვითხოვია გამოძიების დაწყება. გამოძიების დაწყებაა მოთხოვნილი „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმეზე, ასევე „ტვ პირველის“ კიბერშეტევის საქმეზე და გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ გახარიამ წერილი მისწერა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს და კონკრეტული მოქმედებების შესრულება მოსთხოვა. არცერთ ამ საქმეზე ჩვენ ეფექტური გამოძიება არ გვინახავს. მაღალი ლეგიტიმური მოლოდინი ცხადია, არც ამ შემთხვევაში მაქვს. საინტერესოა, შეასრულებს თუ არა პროკურატურა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, რომ ფორმალურად მაინც დაიწყოს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა დაიკითხოს ნიკა გვარამია, გამოძიებამ უნდა ამოიღოს ვიდეოჩანაწერები და მობილური ანძებიდან ამონაწერები სიუჟეტში მონაწილე პირები გადაადგილდებოდნენ თუ არა მითითებულ დროს ერთი და იმავე მიმართულებით,” - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა