სალომე სამადაშვილი - ზაქარია ქუცნაშვილი ასრულებს  იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, მათ შორის, ივანიშვილისგან

ზაქარია ქუცნაშვილი ასრულებს იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისგან,- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის უარს პარლამენტში დაბრუნებაზე.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას" პარლამენტში თავისი კვოტით სხვა ადამიანის შემოყვანა სურს და ზაქარია ქუცნაშვილის უარიც ამას უკავშირდება.

"ვფიქრობ, "ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები არასდროს იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასე რომ, ზაქარია ქუცნაშვილი თუ ნებისმიერი სხვა ასრულებს იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისგან. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს დღეს დღის წესრიგში აქვს, რომ პარლამენტში,

მათთვის განკუთვნილი შესაბამისი კვოტით სხვა ადამიანი შემოვიდეს და ეს დავალება გასცეს ყველა იმ პირზე, ვისაც ეს დავალება ეხება,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განცხადება თავად ქუცნაშვილმა მიაწოდა.

როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, მას სამართლიანად არ მიაჩნია დაეთანხმოს პარლამენტის წევრობას იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა უწევს, მაშინ, როცა მან, როგორც მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა, უკვე უარი თქვა მანდატზე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას