BTU AI-ს მხარდაჭერას გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი უცხადებს

ჰააგაში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განათლებასა და სხვა მოწინავე სექტორებში დანერგვას მხარი დაუჭირა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ. ხელოვნური ინტელექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სხვადასხვა სექტორში მისი ეტაპობრივი ინტეგრირება, სწავლების პროცესში შესაბამისი გადაწყვეტილებების დანერგვა და ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამოქმედება ის საკითხებია, რომელსაც BTU საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განახორციელებს.

,,მისასალმებელია, რომ აღნიშნული ინიციატივა აკადემიური სფეროდან მოდის. განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე სასიკეთო იქნება, როგორც მისი უსაფრთხოებაში, ჯანდაცვასა და სხვა სექტორებში ეტაპობრივი დანერგვა. ამ მიზნისთვის, BTU-ში არსებული ბაზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,’’ - განაცხადა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ.

ინიციატივის განხორციელების მხარდამჭერია ბიზნეს ასოციაცია AI Georgia, რომელიც მსხვილ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელთან ერთად, მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს სექტორში ინტეგრირების და მისი შესაძლებლობების ზრდისთვის ქვეყანაში.

,,BTU AI-ს კონცეფციის პრეზენტაციისას ჩვენ განვაცხადეთ, რომ განვახორციელებთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებს, ავამოქმედებთ მაღალი წარმადობის ტექნოლოგიურ ლაბორატორიას, მოვაწყობთ სამეცნიერო კონფერენციების, სამიტებს და ვორკშოპებს უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, დავნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს სწავლების პროცესში. მოხარული ვართ, რომ დასახული მიზნების მიღწევაში მხარდაჭერა გაეროს ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა აღგვითქვა,’’ განაცხადა BTU AI-ს დამფუძნებელმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბატიაშვილმა.

,,მომდევნო 10 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი სრულად შეცვლის ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესებს. ეს პროცესი სამეცნიერო კვლევებით უნდა დაიწყოს და მოხარული ვართ, რომ BTU-ში გაჟღერებულ ინიციატივას ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გაეროს ხელოვნური ინტელექტის ცენტრისგან,’’ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორიმა ნინო ენუქიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა