პარლამენტმა პაატა გოგოხიასა და ჯუმბერ იზორიას უფლებამოსილება სცნო. პაატა გოგოხია, რომელსაც მხარდაჭერა 83-მა დეპუტატმა გამოუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში სოფიო ქაცარავას შეცვლის.
რაც შეეხება ჯუმბერ იზორიას, რომელმაც 82 ხმა მიიღო, ის პარლამენტში აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლე ქნება.
შეგახსენებთ, რომ სოფიო ქაცარავამ და აკაკი ზოიძემ როგორც პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე დეპუტატის მანდატი მას შემდეგ დატოვეს, რაც უმრავლესობამ 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტი ჩააგდო.