ენძელა მაჭავარიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ „ასეთი რამის გატარება არ შეიძლება“

ასეთი რამის გაკეთება შეუსაბამოა ადამიანური საქციელისთვის, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი გუშინდელ მოვლენებს, როდესაც გაურკვეველი ნივთიერების სხდომათა დარბაზში დასხმის გამო ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

ენძელა მაჭავარიანი ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ასეთი რამის გატარება არ შეიძლება.

მაჭავარიანის ინფორმაციით, ჯერ საგამოძიებო ორგანოს იგი დაკითხვაზე არ დაუბარებია.

„მიმაჩნია, რომ ყველა გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და ეს ვინმეს მკაცრად მოეჩვენება თუ რბილად, არ ვიცი. ასეთი რამის გატარება და ასეთი რამის გაკეთება მგონია, რომ არ შეიძლება, შეუსაბამოა ადამიანური საქციელისთვის. მე შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდად იყვნენ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი დრო დასჭირდა. გამოძიება სწორედ იმიტომ უნდა იყოს ობიექტური, რომ დავადგინოთ, რა ნივთიერება იყო ეს. შეიძლება ნივთიერება ყველასთვის არ იყოს ტოქსიკური, მაგრამ მე ენდოტრაქიაკური ალერგიის მატარებელი ვარ და სუნებზე მაქვს ალერგია. ჩვენ ვმუშაობდით გარკვეულ გარემოში. ზოგი ასთმის მატარებელია, ზოგს სხვა პრობლემა აქვს და იმ გარემოს შეცვლა ადამიანებისთვის არის ძალიან რთული. ამიტომ ამ ქმედებას არ ვიცი რა ვუწოდო. არ მინდა, რომ რაღაც შეფასებები გავაკეთო,"- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის გამო, სხდომა რამდენიმე საათით შეწყდა. დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა და შიგნით ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გაურკვეველი ნივთიერების გამო, ოთხი პირი, მათ შორის ორი დეპუტატი შეუძლოდ გახდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას