იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას დადგენილების პროექტი ჩააგდო, რომელიც სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას ეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას დადგენილების პროექტი ჩააგდო, რომელიც სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას ეხება. ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები ვერ ბედავენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას სახელი დაარქვან. მისივე თქმით, ამ დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მწვავე დებატები მოჰყვება.

"ის, რომ იურიდიულმა კომიტეტმა ვერ გაბედა სახელი დაერქმია იმისთვის, რომ დღეს სასამართლოს მართავს კლანად წოდებილი ვიწრო ჯგუფი, ეს მოსალოდნელი იყო. ამით ღია ლუსტრირება მოხდა, რომ მმართველი პარტიის წევრები ვერ ბედავენ შეაფასონ სასამართლოში არსებული მძიმე ვითარება. კლანად ჩამოყალიბებულ მოსამართლეთა მცირე ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა და დღეს ამ ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, გავლენა აქვს უკვე პარლამენტშიც. ამ გავლენის საშუალებით ისინი დღემდე ახდენენ საკუთარი ინტერესების რეალიზებას. ეს დადგენილების პროექტი პარლამენტს მაინც წარედგინება და იქ გაცილებით მწვავე დებატები იქნება ამ საკითხზე," - განაცხადა ბესელიამ.

დადგენილების პროექტის ინიციატორები ბესელიასთან ერთად, ასევე, დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძე და ნატო ჩხეიძე არიან.

აღნიშნული დადგენილების პროექტი გულისხმობს:

1.აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით; 2. შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები; 3. კომისიამ 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით; 4. 2020 წლის 20 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის

2.დადგენილების პროექტის ავტორები არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა რიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა