მიხეილ ბატიაშვილი - BTU AI ჩვენს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ახალ, უზარმაზარ შესაძლებლობებს შექმნის

რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს.

BTU AI -ის პროექტს, მიხეილ ბატიაშვილი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების - Microsoft , HPE და HP -ის ჩართულობით ახორციელებს. უნივერსიტეტი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, სამუშაო სივრცეებით, კვლევითი ცენტრით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, აუდიტორიებით და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ყველა რესურსით იქნება წარმოდგენილი.

„BTU AI გახლავთ ერთ-ერთი პირველი და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭირო, საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური პროექტი, რითაც ჩვენი განათლების სისტემა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ახალ, უზარმაზარ შესაძლებლობებს შექმნის. რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწავლების, კვლევების და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს. ახალი საგანმანათლებლო სივრცე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს“,-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს წვდომა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე აქვს. სტუდენტებსა და მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ წვდომა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან პროგრამულ გადაწყვეტილებებზე და ჩაატარონ კვლევა მათ ონლაინპლატფორმაზე.

გარდა ამისა, ხელმისაწვდომი ხდება Microsoft-ის კიდევ ერთი პროდუქტი Artificial Intelligence for Business, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ და დანერგონ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები და ამით კომპანიისა და ინსტიტუციის ეფექტურობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის განათლებასა და ტურიზმში გაზარდონ. კომპანია HP inc-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში კი შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც მანქანურ სწავლებაზე მორგებული კონფიგურაციის მქონე მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებითაა აღჭურვილი.

აღნიშნულ სამუშაო სადგურებში აქცენტი გაკეთებულია ისეთ მოწყობილობებზე, (ვიდეო ადაპტერები) რომლებიც დიდი ოდენობით მონაცემების დამუშავებაზე მათზე მათემატიკური გამოთვლების წარმოებით იქნება გამოყენებული. AI -ის მიმართულებით, სადოქტორო პროგრამაზე პირველი მიღება 2020 წელს გამოცხადდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა