გორში, იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციის მონაწილეებს მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

გორში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროსთან „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას და მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებას გეგმავდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს. ,,ევროპული საქართველოს“ წევრებმა შენობაში შესვლა ვერ შეძლეს და სტიკერები წარწერით -,,დალუქულია“ მხოლოდ შენობის ფასადზე გააკრეს.

,,დღეს მთელ საქართველოში მიმდინარეობს ბოქლომის დადების აქცია. მაჟორიტართან რამდენიმე კითხვა გვქონდა, მაგრამ შენობაში შესვლის საშუალება არ მოგვცა პოლიციამ. სიმბოლურად, ვგეგმავდით მაჟორიტარის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებასაც, მაგრამ ვერ შევძელით, ამიტომ შენობის ფასადზე გავაკარით სტიკერები, რომ „დალუქულია“, დალუქულია ეს მთავრობა და მალე ბიძინა ივანიშვილის მთავრობა წავა სახლში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეთერ ჯალაღანიამ.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებენ და დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ. ,,არანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ, აღარც მხარს უჭერს ხალხი და ამიტომ დადიან ასე ქალაქ-ქალაქ 3-4-კაციანი შემადგენლობით. ამათი მიზანი არეულობაა და ამიტომ დავუპირისპირდი, სტიკერებიც ჩამოვხსენით“, - განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.

აქციები გაიმართა კასპში, ხაშურსა და ქარელშიც, პარლამენტის დეპუტატების - ირაკლი მეზურნიშვილის, სიმონ ნოზაძისა და გიორგი თოთლაძის მაჟორიტარულ ბიუროებთან.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას