კახა ოქრიაშვილი - ჩემსა და გიგა ბუკიას შორის საუბარი მაღალ ტონალობაში გადავიდა, არანაირი შეხლა-შემოხლა არ ყოფილა

უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჟურნალისტებთან მის კოლეგასთან გიგა ბუკიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის უბრალოდ მაღალ ტონალობაში წარიმართა საუბარი.

„რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მე და გიგა ბუკია სხვადასხვა აზრზე ვართ, მე ვუჭერ შერეულ სისტემას მხარს, ის - პროპორციულს. ჩვენს შორის იყო დისკუსია, რომელიც მაღალ ტონალობაში გადავიდა. არანაირი შეხლა- შემოხლა არ იყო. დისკუსია იყო კონკრეტულ საკითხზე მაღალ ტონალობაში. მაღალ ხმაზე რომ ლაპარაკობ ეგეთი იყო, მეტი არაფერი და საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები გიგა ბუკია და კახა ოქრიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დაპირისპირება სასესიო დარბაზის უკან მდებარე ე.წ. დეპუტატის ოთახში მოხდა, სადაც პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თხოვნით, კონსულტაციებისთვის გადაინაცვლეს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას