ლევან კობერიძე ირაკლი ბერაიას - მოგიწოდებთ, ნუ იუზრდელებთ ხოლმე

მოგიწოდებთ, ნუ იუზრდელებთ ხოლმე, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას.

ლევან კობერიძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჯარო ინტერესია გიორგი მიქაუტაძეს კითხვები დაუსვან და არა ის, რომ „გიორგი მიქაუტაძე დაიცვან კითხვებისგან“.

მისივე თქმით, გიორგი მიქაუტაძეს არავის დაცვა არ სჭირდება.

„ჩემი სახელი გაჟღერდა ბატონი ლევანის მხრიდან და მინდა განმარტება გავაკეთო, არავის დამცველი მე არ ვარ და არც მცდელობა მქონია, ვინმე დამეცვა, ერთადერთი რასაც ვიცავდი იყო პარლამენტის რეპუტაცია. ჩემი რეპლიკა წამოვიძახე და ამან შემდეგ დაპირისპირება გამოიწვია. რაც შეეხება პროცედურას, მესმის აქ ვნებათაღელვა, 2012 წელს მეც ერთ-ერთი გასამართლებული პირი ვიყავი, მაგრამ ამ შეკითხვებს არ ვსვამ დღეს, მართალია საპატიმრო სასჯელი არ ყოფილა ჩემს მიმართ გამოტანილი, მაგრამ „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალი სანქცია და ჯარიმა მე დამიწესდა „ქართულ ოცნებაში“ ფულის შემოწირულობისთვის. თუმცა, ახლა აქ დავსხდეთ და ვინც იმ პერიოდში გაასამართლეს ყველამ კითხვა დავსვათ, პროცესი დაზიანდება,“- განაცხადა ბერაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას