საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო“ განზომილების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

კომუნიკეში დადებითად არის შეფასებული ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.

ბრიტანეთს დელეგაციამ, საქართველოს პროგრესს აქტიური რეფორმების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით, მაღალი შეფასება მისცა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ არსებული მძიმე ვითარება. დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა ნატო-საქართველოს დინამიური და არსებითად გაძლიერებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის საპარლამენტო ფორმატის მნიშვნელობას და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას