ირაკლი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და კომისიის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპაცია და მზარდი მილიტარიზაცია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები, მათი უკანონო დაკავებები, „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, ისევე როგორც გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვები, რაც უხეშად არღვევს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. ასევე შემაშფოთებელია, ბოლო პერიოდში, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები, ისევე როგორც ოკუპირებულ სოფელ ერედვში საქართველოს მოქალაქეების ნასახლარზე ნაგავსაყრელის მოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები. ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ფორმატებში მუდმივად აყენებენ და რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხები, რომლებიც პრინციპულად და მწვავედ არის დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. აუცილებელია გაგრძელდეს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიმიტრი ხუნდაძე ჰუმანიტარული და სოციალური საკითხებით დაინტერესდა.

„განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში არიან ის მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩნენ. მათთვის სოციალური პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის არსებული პროგრამებით. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი უმთავრესი მიზანია. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია დავიცვათ აქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებები და მათი უსაფრთხოება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას