ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე დღეს კახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, რომან მუჩიაშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.

პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა